ოტორინოლარინგოლოგი თეკლა გეთია


  • ზუგდიდელი ექიმიოტორინოლარინგოლოგი თეკლა გეთია, რომელიც მოსკოვში მუშაობს, დროებით სტუმრობს მშობლიურ ქალაქს და სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრშისანუსიპაციენტებისთვის კონსულტაციებს ატარებს.

თეკლამ დაამთავრა ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლა. 2010-2016 წლებში სწავლობდა სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკლტეტზე. სხვადასხვა დროს გაიარა კლინიკური სასწავლო კურსი ბაუმანის სახელობის ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში, კლინიკური ინტერნატურის კურსი სეჩენოვის სახელობის ყურის, ცხვირის და ყელის კლინიკაში, კლინიკური სასწავლო კურსი რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში, კლინიკური ორდინატურის კურსი ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრაზე. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს მოსკოვის სხვადასხვა კერძო კლინიკაში ექიმ-ოტორინოლარინგოლოგად.

“ზუგდიდელებთან” საუბრაში თეკლა ამბობს, რომ მუდმივად მონაწილეობს სამედიცინო განათლების პროგრამით აკრედიტირებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში.

თეკლა რატომ ოტორინოლარინგოლოგია?

-სკოლის დამთავრების შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა, განათლება მიმეღო საზღვარგარეთ. მოსკოვში, წლების მანძილზე, მუშაობდა უფროსი და თამარი ექიმ-დერმატო-ვენეროლოგად. მისი რჩევით წავედი რუსეთში და იქ დავიწყე სწავლა. დღეს ვამბობ, რომ ჩემი წარმატება ჩემი დის დამსახურებაა. ნებისმიერ დროს, როცა რამე დამჭირდებოდა, ის მუდამ ჩემს გვერდით იყო. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თამარს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გაწეული დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.

შვებულების დღეებს, სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრსანუსშიკონსულტაციებს ატარებთ

-დიახ. “სანუსში” ბატონმა შაქრო კვაშილავამ მიმიწვია. 17 და 22 აგვისტოს გვქონდა უფასო კონსულტაციები პაციენტებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ კონსულტაციები ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. ერთ დღეში, 24 პაციენტის მიღება ცოტა ძნელი და რთულია, მაგრამ ვიღაცას როცა ეხმარები და ეიმედები, ამ განცდას არაფერი შეედრება. ზუგდიდში 30 სექტემბრის ჩათვლით ვიმყოფები. შემთხვევით ვსარგებლობ და პაცინტებს მივმართავ, ამ დროის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 10:00-15:00 სთმდე, შეუძლიათ მობრძანდნენსანუსშიკონსულტაციებისთვის

კოვიდპაციენტებთან მუშაობის გამოცდილება გქონიათ

-დიახ, მოსკოვში ყოფნის დროს, მქონდა ურთიერთობა კოვიდვირუსის მატარებელ პაციენტებთან. ბევრი პროფილაქტიკის მიზნით მოდიოდა კონსულტაციისთვის: მეუბნებოდნენ, ექიმო, არ მაქვს არანაირი სიმპტომი, მაგრამ მაინც გამსინჯეთო. ბევრს ძლიერი ხველება აღენიშნებოდა, ამოხველება უჭირდათ. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა პაციენტთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ვირუსის არსებობის არ სჯერა და ხელოვნურად შექმნილს უწოდებენ

-მსგავსი საუბრები მეც გამიგია. ვცდილობ, ყველა პაციენტს ავუხსნა, რომ ინფექცია არსებობს და ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი. შეიძლება საზოგადოების ნაწილს იმიტომ არ სჯერა ინფექციის არსებობის, რომ ვირუსი ყველას თავისებურად გადააქვს. სხვათაშორის, ახალგაზრდებს, თუ არ აქვთ სხვადასხვა ქრონიკური დაავადება, უფრო მარტიცად უმკლავდებიან ვირუსს, ხანდაზმულ ასაკში კი, დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს.

თეკლა, როგორია უცხოეთიდან დანახული სამშობლო?

-ძალიან ლამაზი. მიყვარს ჩემი საქართველო. როცა შვებულება მაქვს, საქართველოში ჩამოვდივარ. ხშირად ვსტუმრობ ბაკურიანს და გუდაურს. ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი. ხშირად ვამბობ, დიდი ცოდვაა, ასე შორს ვცხოვრობდე ჩემი ქვეყნისგან მეთქი. სამედიცინო სამეცნიერო ხარისხს დავიცავ და საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. საქართველოს გარდა, ვერცერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყანაში ღვთის შეწევნით თანდათანობით დალადგება ყველაფერი და უკეთესობისკენ შეიცვლება.

დაოჯახებული არ ხართროგორი უნდა იყოს თქვენი რჩეული?

-არა. მომწონს ჭკვიანი, კეთილი, მიზანდასახული და კარგი იუმორის მქონე მამაკაცები.

მშობლებზე მომიყევით

-დედაჩემი ნინო მალიშავა პროფესიით მედდა გახლავთ, მას არასდროს უმუშავია ამ პროფესიით. სხვათაშორის, დედა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენს განათლებაზე. როგორც გითხარით, მყავს უფროსი და თამარი და შუათანა და თათია. თამარს ჰყავს ექვსი თვის ლიზა. თათია ოჯახთან ერთად ინგლისში ცხოვრობს და ლონდონში სწავლობს სოციოლოგიის მიმართულებით. თათიას ჰყავს 12 წლის ანასტასია. მინდა ისინი დიდი სიყვარულით მოვიკითხო. მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის. მათი მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამომივიდოდა და ძალიან მწყდება გული მამაჩემის, როლანდ გეთიას ნაადრევი გარდაცვალების გამო, ცუდია, ჩვენს წარმატებას, რომ ვერ ხედავს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

-მოსკოვში დაბრუნებული აუცილებლად გავივლი მთავარი ექიმის კურსებს და როგორც გითხარით დავიცავ სამედიცინო ხარისხს.

წარმატებებს გისურვებთ.

“ზუგდიდელები”

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!