კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია


  • ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

“45 ინფიცირებულიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 იმპორტირებულია, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 3 ინფიცირებულზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების მიზნით. 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში. გამოჯანმრთლებულების რაოდენობა მხოლოდ 6-ით გაიზარდა და 1321 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 76%-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two + 16 =

Akismet ანტისპამი