- საქართველო ნატო-ს წევრი ახლა უნდა გახდეს, – ამის შესახებ ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„შავი ზღვა ნატო-სთვის მთავარი რეგიონალური პრიორიტეტი ახლა უნდა იყოს. კრემლი შავ ზღვასა და ანექსირებულ ყირიმში განლაგებულ თავის ბაზებს სირიასა და ლიბიაში ბოროტი ზრახვების განსახორციელებელ ტრამპლინად იყენებს“, – წერს ბენ ჰოჯესი.