- საინფორმაციო ვებგვერდის “ზუგდიდელების” რედაქცია, გაცნობებთ, რომ პროექტი “ღია რედაქცია”, რომელიც უნდა გამართულიყო 23 მარტს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, და ითვალისწინებდა მოქალაქეებთან შეხვედრას და საუბარს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გადაიდო, ქვეყანაში შექმნილის პანდემიური მდგომარეობის გამო.
ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 21 მარტიდან, შემოღებულიქნა საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით, რაც ითვალისწინებს მოქალაქეების სახლში დარჩენას, ამდენად ჩვენი რედაქციაც უერთდება კამპანიას “დარჩი სახლში”.
ჩვენ მიერ დაანონსებული პროექტი “ღია რედაქცია” აუცილებლად გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ და მის შესახებ ინფორმაციას მკითხველები მიიღებენ შეხვედრის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე.