მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 10 შემთხვევიდან 2-ის დაინფიცირების წყარო უცნობია


  • ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია.

“დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის 1351. ათი დადასტურებული შემთხვევიდან 1 პაციენტის წყარი არის ლენჯერი, 1 პაციენის წყარო ქობულეთი, ბარი “ჰავანა”. ერთი პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × three =

Akismet ანტისპამი