ზუგდიდში დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს ანდრია დადიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. ინტერნეტქსელში გავრცელდა და საინფორმაციო საშუალებებმა მიიღეს ვიდეორგოლი, სადაც ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია საუბრობს აღნიშნულ სამუშაოებზე. მისი თქმით 2015-2016 წლებში მოხდება, როგორც ანდრია დადიანის სკვერის, ასევე ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლისა და ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო სკოლის სრული რეაბილიტაცია.