- ამჟამად არსებული მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანის კონტაქტი იდენტიფიცირებულია.
როგორც ყაზბეგის მერი განმარტავს, ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება. „ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება, მათი კონტაქტები და ოჯახის წევრები არიან. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი სამკურნალოდ არიან გადაყვანილები, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან. რაც მთავარია, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია იმისთვის, რომ რეალური სურათი ვიცოდეთ“, – განმარტავს ზაგაშვილი.