- “ზუგდიდელებმა” სათაურით “ნუ უჩვენებთ ტალახში ამოსვრილ ტრაფარეტს მომავალ თაობას”, გამოაქვეყნა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ფოტო იმის შესახებ, რომ ნარაზენში, ცნობილი ნარაზენელის მიხეილ ლომაის ქუჩაზე, გზების რეაბილიტაციის მიზეზით, მოჭრილი იყო და წლების მანძილზე ტალახში ეგდო ქუჩის მაჩვენებელი ტრაფარეტი, მიხეილ ლომაიას სახელით და გვარით.
დღეს, იგივე წყარომ მოგვაწოდა ფოტო წარწერით, “ტრაფარეტი აღებულია, გადატანილი და შენახული”.
მედიის შენიშვნაზე სწრაფი რეაგირება სასიამოვნოა და პატივსაცემი.