- ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, პროექტი “ღია ბიბლიოთეკა-ზუგდიდი” დაიხურა.
პროექტი საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
ღონისძიებაზე ,,ღია ბიბლიოთეკა- ზუგდიდის“ მხარდამჭერებმა: ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა, საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო -ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ და მაკდონალდსმა ღია ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.
ღია ბიბლიოთეკამ 1 თვის განმავლობაში 800-მდე ვიზიტორს უმასპინძლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან.
პროექტის მიზანი იყო ბიბლიოთეკის გამოტანა საჯარო სივრცეში, რათა მოსახლეობას შეძლებოდა წიგნთან ცოცხალი კავშირის დამყარება. პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განხორციელდა.