- მედიის ინფორმაციით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 5000-ს აღწევს.
ინფორმაციისთვის, ბეირუთში ძლიერი აფეთქება ორი დღის წინ მოხდა. ქვეყნის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ, სადაც, მათი განმარტებით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა.