ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ტესტირება 222 ადამიანს ჩაუტარდა და „კოვიდ 19“-ის დიაგნოზი 14-ს დაუდასტურდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

thirteen − twelve =

Akismet ანტისპამი