- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა. ის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
დევნილებთან შეხვედრაზე მყოფმა მინისტრმა განაცხადა: “ჩვენ ახლა ვიმყოფებით ადგილას, სადაც 1000-მდე დევნილი ოჯახი ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლებლობა მოგვცა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიგვეღო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე – მესამე და მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება და პირველად, მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ, გაუსაძლის პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.