17 საკვები მსოფლიოში, რომელსაც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი აქვს


  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციული მეთოდს “იუნესკოს” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა. გარდა ამისა, ეს სტატუსი აქვს ქართულ ანბანს, ქართულ ჭიდაობას და ქართულ მრავალხმიანობას. ამასთან, მსოფლიოში არსებობს კერძები, რომელთაც ეს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ, მათ შორის, არის სომხური ლავაში და აზერბაიჯანული დოლმა (ტოლმა).

გთავაზობთ, 17 კერძს, რომელთაც “იუნესკოს” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. თითოეული მათგანი ამა თუ იმ ხალხის კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რის გამოც მათ UNESCO იცავს.

ლავაში, სომხეთი სომხურ ლავაშს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული პური სომხური კულტურის განუყოფელი ნაწილია. მისი დამზადების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

ვაშოკუ, იაპონია ვაშოკუ იაპონური ტრადიციული საკვებია, რომელიც ბრინჯის, თევზისა და ბოსტნეულისგან შედგება. მას მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წელს მიანიჭეს.

ხმელთაშუაზღვის საკვები ხმელთაშუაზღვის საკვები ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების – იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთისა და ესპანეთის კვების კულტურას აერთიანებს, თუმცა ძირითადად მას ესპანეთს მიაკუთვნებენ. მისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა საკვების მცირე დოზით ერთად მირთმევა. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური პროდუქტები.

თურქული ყავა თურქეთში ყავა მე-15 საუკუნიდან გავრცელდა და ის თურქი ხალხის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მალევე გახდა. მის მოსამზადებლად სპეციალურ ჭურჭელსა და ცხელ ქვიშას იყენებენ. თურქულ ყავას მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა.

მექსიკური სამზარეულო მექსკური სამზარეულო ესპანური და ადგილობრივი ინდიელების კულტურის ნაზავს წარმოადგენს. ის განსაკუთრებულად ცხარეა.

დოლმა, აზერბაიჯანი დოლმა დღეს აზერბაიჯანში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია. როგორც წესი მას ვაზის ფოთლისგან ამზადებენ.

ნეაპოლური პიცა პიცის მომზადება სათავეს ნეაპოლიდან იღებს, საიდანაც ის ჯერ მთელს იტალიაში, დღესდღეობით კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

ნსიმა, მალავი ნსიმა ტრადიციული მალავური საკვებია, რომელიც სიმინდის ფქვილისგან მზადდება. ლამაველების უმეტესობა მას ყოველდღიურად ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად მიირთმევს.

უსაფუარო პური უსაფუარო ბრტყელ პურს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა. ის დამახასიათებელია ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

ქეშექი, თურქეთი ქეშექი თურქული საკვებია, რომელსაც დღესასწაულების დროს მიირთმევენ. ის ხორცისგან მზადდება. როგორც წესი, ქეშექს ქორწილის დროს ამზადებენ.

კიმიანგი, სამხრეთ კორეა კიმიანგი სამხრეთ კორეული საკვებია, რომელიც უმეტესად კომბოსტოსგან მზადდება. შემდეგ მას საწებელს, ნიორს, მარილსა და თევზის სოუზს უმატებენ.

კიმჩი, ჩრდილოეთ კორეა კიმჩი ჩრდილოეთ კორეული საკვებია, რომელიც ბოსტნეულისა და წყალმცენარეებისგან მზადდება. კიმიანგის მსგავსად მის დასამზადებლად ხშირად კომბოსტოსაც იყენებენ.

ბელგიური ლუდი ბელგიაში ლუდის 1 500-ზე მეტი სახეობა არსებობს. შუა საუკუნეებში ბელგიელების დიდი ნაწილი სუსტ ლუდს წყლის ნაცვლად სვამდა, რადგან ამ დროს სასმელი წყალი ბევრ დაავადებას იწვევდა.

ფრანგული სამზარეულო ფრანგულ სამზარეულოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი 2010 წელს მიანიჭეს. ის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

“ჯინჯერბერდი”, ხორვატია ჯინჯერბერდი ხორვატიული ტკბილეულია, რომლსაც ხშირად ქვეყნის სიმბოლოდაც მოიხსენიებენ. ტრადიციის მიხედვით, მას ახალი წლის პერიოდში ამზადებენ.

ფლავი, უზბეკეთი ფლავი არამარტო უზბეკეთის, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიისთვის დამახასიათებელი საკვებია. ფლავის დასამზადებლად ბრინჯს, ხორცსა და ბოსტნეულს იყენებენ.

ოში ფლავი, ტაჯიკეთი ოში ფლავი უზბეკურ ფლავს ჰგავს. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთში მისი მომზადების 200-ზე მეტი რეცეპტი არსებობს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!