- ლილოს ბაზრობაზე ფართომაშტაბიანი სკრინინგი დაიწყო. ლილოს ბაზრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
მათივე განმარტებით, მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მისვლა და ვაჭრობა უსაფრთხოა.”კიდევ უფრო მეტად გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, მკაცრი კონტროლი მიდის. შესაბამისად, უსაფრთხოა მომხმარებლებისთვის ბაზრობაზე მოსვლა და ვაჭრობა. ლილოს ბაზრობის დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ“- განაცხადეს პრესსამსახურში.