- მილანიდან არც ისე შორს, ფუტურისტული არქიტექტურის დიდი ობიექტი, კერძოდ, ვერტიკალური ქალაქი-ფერმა შენდება. როგორც Agri-gator-ი წერს, Planet Farms-ის გახსნა 2020 წლის ბოლოს, 2021 წლის დასაწყისში იგეგმება და მთელი მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სისტემა ატომატიზირებულია.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ფერმის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებელი იქნება პირველი პირი, ვინც პროდუქტს შეეხება. რაც შეეხება პროდუქტის დათესვას, მოვლას, შეფუთვას, გადაადგილებას, ადამიანების ჩარევის გარეშე, აგრორობოტები გააკეთებენ.
მას შემდეგ რაც პროდუქცია ფერმას დატოვებს, მილანში და ვენეციაში, საცალო გაყიდვების თაროებზე განთავსდება. მომხმარებელი შეფუთვას გახსნის სახლში, რითაც ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაცული იქნება.
Agri-gator-ის ინფორმაციით, ვერტიკალური თაროები განთავსებულია 1 ჰექტარზე, თითოეული სართული კი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
Planet Farms-ის დამფუძნებლის თქმით, სამწუხაროა, რომ პროექტი გაცილებით ადრე არ დაიწყო, რადგან ბოსტნეულზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.
„ჩვენ ყველთვის ვეუბნებოდით ევროპას, რომ ავაშენებედით ვერტიკალური ქალაქის ფერმას. ეს საუკეთესო გამოსავალია ექსტრემალურ ვითარებაში“,- აღნიშნავს იდეის ავტორი.
ექსპერტების შეფასებით, ვერტიკალური მეურნეობები შუა აღმოსავლეთში აღმოცენდა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ აშშ სოფლის მეურნეობის ობიექტების რაოდენობით მსოფლიოში პირველია. ამჟამად ამერიკაში 30-ზე მეტი სტარტაპია. მაღალი ავტომატიზირებული ერთ-ერთი ვერტიკალური მეურნეობა მდებარეობს იაპონიაშიც და როგორც სპეციალისტები ამბობენ, დროა, ევროპა გლობალურ ტენდენციებს შეუერთდეს.