- საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 995-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ ეტაპზე არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.