- საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, დღეიდან, 1-ელი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს.
ამავე ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი პენსია 300 ლარი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის თანახმად, მთაში მცხოვრებ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეძლევათ ყოველთვიური დანამატი სახელმწიფო პენსიის 20%-ის ოდენობით.