თუ ამ წერილს წაიკითხავ, დაეხმარე მარიამს


ადრე, “ზუგდიდელები” წერდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეზე, მარიამ როგავაზე, რომელსაც ექიმებმა, სამწვერა ნერვის ნევრინომის დიაგნოზი დაუსვეს.

მარიამის დაავადება საჭიროებს ხანგრძლივ და ძვირადღირებულ მკურნალობას. მკურნალობის პირველი ეტაპი გოგონამ გაიარა, მაგრამ საჭიროა მისი გაგრძელება. როგავების ოჯახს კი, მკურნალობის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია და ისევ ითხოვს საზოგადოების დახმარებას.

მარიამის დედა თალინა (მზიური) ჯანაშია დაგვიკავშირდა და გვთხოვა, მიგვეცა მისთვის საშუალება, საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ შეეხსენებია მისი ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობისა და ქალიშვილის დიაგნოზის  შესახებ.

“მარიამის დაავადება ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ ეს პროცესი ხანგრძლივია და ძვირადღირებული.  გოგონა უნდა გადავიყვანოთ თურქეთში, კლინიკა “ანკარაში”. კეთილი ადამიანების მხარდაჭერით, მარიამის ანგარიშზე, მცირე თანხა დაირიცხა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისი მკურნალობისთვის. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო თხოვნით, დაგვიდგნენ გვერდით, გაიზიარონ ჩვენი მდგომარეობა და თუნდაც ერთი ლარი,  დარიცხონ მარიამის ანაგარიშზე. ეს იქნება ჩვენთვის დიდი დახმარება და იმედი, რომ მძიმე დაავადებაზე გავიმარჯვებთ. ”

  • მარიამის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: GE40TB7609045064300007 საბანკო კოდი:TBCBJE22 მიმღები თალინა ჯანაშია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!