- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში, მყოფ პირთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. 27 ივნისის მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 92 პირი.
რეგიონში თვითიზოლაციაში 31 პირია. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1995 პირზე.
ამავე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.