- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 147 ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 16 პაციენტი ( 1 კოვიდ დადებითი ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერი) სამედიცინო პერსონალის 71 წარმომადგენელი, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 15 მძღოლი, შსს 38 თანამშრომელი, კარანტინში მყოფი 5 მოქალაქე, 2 კი თვითიზოლაციაში მყოფი პირი.
146 ნიმუშის პასუხი უარყოფითია და 1 რჩება დადებითად.