სუნი, რომელიც სურნელებას ჰკლავს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში


  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, მთელი დღე, სასიამოვნო ხალხმრავლობაა, მაგრამ საღამოს სულ სხვაა, განსაკუთრებული ოაზისი ხდება იქაურობა, ძირითადად, პოზიტიური განწყობა სუფევს, ზუგდიდელები და ზუგდიდელების სტუმრები, ყველა ასაკის, ემოციური და ცხელი დღის შემდეგ, აქ ისვენებენ, ერთმანეთს ხვდებიან, საუბრობენ, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევენ და ღრმად სუნთქავენ სუფთა ჰაერს, რომელიც გზების მშენებლობის გამო ქალაქელებისთვის იშვიათი გახდა. 

ზუგდიდელები ნაკლებად წუწუნებენ მტვრიან ქალაქზე, რადგან იციან, რომ ერთ დროს დამთავრდება გზების  გაჯანჯლებული მშენებლობა, მაგრამ წუწუნებენ იმ სუნზე, რომელიც ბოტანიკური ბაღის ჰაერს უსიამოვნოდ ერევა და მის სურნელს ჰკლავს,-საქმე ის გახლავთ, რომ ბაღის ღობეს ესაზღვრება ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის საპირფარეშო, რომელიც გაუსაძლისი სუნით უფუჭებს გუნება-განწყობას ბაღში შემოსულ დამსვენებლებს . სხვათაშორის, იგივე სუნი დგას კოლეჯის წინ ავტობუსის გაჩერებასთან,-მცირე ნიავი და იქაც არ შეიძლება ტრანსპორტის ლოდინი.

ნუ ჩაიყნოსავ, “სუნთქვა შეიკარი”, გაიარეო,-იტყვის ოპონენტი. გაივლიან და გავივლით, სირბილით, რა თქმა უნდა, მაგრამ… პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ხომ იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, ალბათ მათაც აწუხებთ ეს სუნი, ისინი ხომ ნამდვილად ვერ “შეიკრავენ სუნთქვას” და ვერც გაექცევიან მას?! თუ ეს საპირფარეშო, არ ფუნქციონირებს, აქ რაღა საჭიროა, თუ ფუნქციონირებს და?!..

მიკიბულ-მოკიბულის გარეშე: საპირფარეშო მისახედია, იქნებ, ბოტანიკური ბაღის ღობის სიახლოვედან ასაღებიც. ამ არასასიამოვნო დეტალმა არ უნდა გაუფუჭოს არც იმიჯი ჩვენს საამაყო ბოტანიკურ ბაღს და არც განწყობა მის სტუმარს.

“ზუგდიდელები”

 

 

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!