- მედიის ინფორმაციით, რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8706 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 520 129-მდე გაიზარდა.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 114 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 6 829-ს მიაღწია.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში დღემდე 274 641 კოვიდინფიცირებული განიკურნა.