- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხელი ხაზი ამოქმედდა.
წინასაარჩევნო პერიოდისთვის სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზი (+995 32) 225 15 27 უზრუნველყოფს პარტიების რეესტრთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაინტერესებულ პირთათვის და პარტიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.
ცხელი ხაზით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.