- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 -ით გაიზარდა და 828 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობისმიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 694 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი.
ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.