- ისრაელი აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს.
საქართველო საერთაშორისო ტურისტებს 1-ელი ივლისიდან ელის. თუმცა როგორც პრემიერმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ „ცოტა ხნით დალოდება“ ითხოვა.
ინფორმაციისთვის: მაისში, ისრაელში ეპიდსიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა, ბოლო ორი კვირაა ისევ მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა. 1 ივნისის შემდეგ 1197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მთავრობამ ზოგიერთი შეზღუდვის გაუქმება გადადო. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით დაინფიცირდა საერთო ჯამში, 18 268 ადამიანი. გარდაცვლილია 299.