- რობოტმა სახელად Cruzr Health-მა ბელგიის კლინიკაში შეცვალა ადამიანი, რომელიც შესასვლელში დამონტაჟებულ სითბურ კამერებს აკვირდებოდა. ამის შესახებ euronews წერს.
გამოცემის ცნობით კლინიკა მუშახელზე თანხას ზოგავს. რობოტის დაქირავება თვეში 1000 ევრო ღირს. Cruzr Health-ი 34 ენაზე ლაპარაკობს. ის სითბური კამერების მეშვეობით არკვევს აქვთ თუ არა კლინიკაში შემოსულ ადამიანებს მაღალი ტემპერატურა.
კომპანია Zorabots-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ რობოტი საიმედოა და კარგად ასრულებს თავის ფუნქციას.
ამ დროისათვის რობოტი Cruzr Health-ი მხოლოდ ბელგიის მხოლოდ ერთ კლინიკაში მუშაობს. თუმცა მათი გამოყენება კორონავირუსთან საბრძოლველად შესაძლოა სხვა კლინიკებშიც დაინერგოს.