- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13- ით გაიზარდა და 663 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 276 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.