- ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროს ინფორმაციით, მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ზუგდიდში საყოფაცხოვრებო სახლის “ცისარტყელას” მოიჯარეების თხოვნა დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილესთან, დავით სუხიშვილთან ერთად ცისარტყელაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, შეხვდა ათეულობით დასაქმებულებს და დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მათ მიმართ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
“ცისარტყელაში” დასაქმებული პირები ჩემი ინიციატივის შედეგად მთავრობის მიერ იჯარის გადასახადისგან დროებით გათავისუფლდებიან, მათ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ მოუწევთ სამი თვის გადასახადის გადახდა, რაც ძალიან მისასალმებელია” – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.