1-5 ივნისს საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება, დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!