- სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა “ხმა,” ფახულანში, ე.წ.საზღვართან ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს, ევროკავშირისა და ამერიკის დროშები მიიტანეს საგუშაგოსთან ამით კიდევ ერთხელ გამოხატეს რუსული აგრესიისა და ბორდერიზაციის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება : “ჩვენ ამ აქციით ვაპროტესტებს რუსულ ოკუპაციას და რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ბირერიზაციის პროცესს, რუსეთი ადრე შიდა ქართლში აქტიურობდა, თუმცა უკვე აფხაზეთსაც გადაწვდა და სამეგრელოს ტერიტორიების ბორდერიზაცია დაიწყო. ჩემი აზრით, ეს გამოწვეულია იმ განცხადებებით, რასაც ევროკავშირის ქვეყნები აკეთებენ. ჩვენ დავაანახებთ ყველას, რომ არ დავთმობთ ტერიტორიებს და ამისთვის აუცილებელია სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს, მაგრამ ეს არ იქნება ომით, არამედ ეს იქნება მშვიდობიანად” _ განაცხადა აქციის ერთ_ ერთმა ირგანიზატორმა ბაჩანა ქანთარიამ.
დღესვე, აქტივისტებმა “ახალი ლუდრების ინიციატივისა” და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ე.წ.საზღვარზე მცხოვრებ 15-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.