დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელების რეგულირების შესახებ ბრძანება გამოსცა


  • შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალური მედია კომპანიების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. განკარგულება მედია პლატფორმების სამართლებრივი დაცვის შეზღუდვას ისახავს მიზნად და ისეთი კომპანიების მიმართ, როგორებიც ტვიტერი და ფეისბუქია – სამართლებრივი ქმედებების დაწყების შესაძლებლობას გულისხმობს.

ამჟამად მოქმედი კანონი სოციალურ ქსელებს მათ პლატფორმებზე მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებების შინაარსის გამო იურიდიული პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდ ონლაინ-პალტფორმებს უკონტროლო ძალაუფლება აქვთ და ცენზურის უფლებით სარგებლობენ

ტრამპის გადაწყვეტილებას წინ “ტვიტერის” მიერ მისი ორი განცხადების ფაქტების გადამოწმების შესახებ გამაფრთხილებელი მაჩვენებლით მონიშვნა უძღოდა. შტატების პრეზიდენტი “ტვიტერს” ამის გამო მიკერძოებასა და ცენზურაში ადანაშაულებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!