- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში გამოკვლეულ 22 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამავე ინფორმაციით, 22 ტესტიდან ცხელების ცენტრების პაციენტი იყო 11 (მათგან ორი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან). ხუთი პირი იყო საკარანტინო სივრციდან (მათ შორის ერთი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან), ერთი სამედიცინო პერსონალი, ერთი თვითიზოლაციაში მყოფი პირი ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან, ხოლო ოთხი ფოთის საბაჟოს გამშვები პუნქტიდან.