აშშ-ში კორონავირუსის პანდემიაზე ფილმს გადაიღებენ


  • აშშ-ში ლოს-ანჯელესში კორონავირუსის პანდემიაზე ფილმის გადაღება 5 კვირაში დაიწყება. ამის შესახებ Deadline წერს.

ფილმს სახელწოდებით Songbird-ს რეჟისორი ადამ მეისონი გადაიღებს. სცენარის ავტორი კი სეიმონ ბოიესომი იქნება.

გამოცემის ცნობით, ფილმის შემქმნელები, გადაღების ინოვაციურ მეთოდებს გამოიყენებენ. მათ გილდიის კინომსახიობებს სამუშაო გეგმა უკვე წარუდგინეს. ამ დროისთვის მსახიობების შერჩევა დისტანციურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ფილმის სიუჟეტი გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოქმედება ახლო მომავალში ხდება, როდესაც ხელისუფლება ისევ აწესებს კარანტინს. შეზღუდვები უფრო მკაცრია, რადგან ვირუსმა მუტაცია განიცადა.

ჯერ-ჯერობით კონფიდენციალურია ფილმის ბიუჯეტი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!