- ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეული ახალი 94 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია.
ამავე ინფორმაციით, განმეორებითი ანალიზი აუღეს რუხის კლინიკაში მოთავსებულ კოვიდდადებით პაციენტს, რომელსაც ვირუსი კვლავ უფიქსირდება. ის მკურნალობის კურსს აგრძელებს.
პაციენტი ქალბატონია, რომელიც მანამდე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
ინფორმაციისთვის, რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი მკურნალობდა, თუმცა ერთი მათგანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს.