კლუბ “ზუგდიდის” ახალი ხელმძღვანელობა


საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ახალი ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს ოფიციალურად წარუდგინა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. კლუბის დირექტორის თანამდებობაზე ვეტერანი ფეხბურთელი გელა ინალიშვილი, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კი ნესტორ (რამაზ) მუმლაძე დაინიშნა. საფეხბურთო ბაზა ”ბაიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ გუნდი ურთულეს მდგომარეობაშია და ამ ეტაპზე უმთავრესია, ის უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ქალაქის მერის განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა მზად არის შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს საფეხბურთო კლუბს. ამასთან ირაკლი გოგოხიას განმარტებითვე, სამომავლოდ უმჯობესია გუნდი კერძო ინვესტორმა ჩაიბაროს, შესაბამისად იგეგმება კერძო მესაკუთრის მოძიებაც. მერის თქმით, კლუბში არსებული მთავარი პრობლემები ეტაპობრივად გვარდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!