- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19 დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრებს- დედას და ორ შვილს.
რაც შეეხება კონტაქტებს, შესწავლილია ნაწილი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
43 წლის მამაკაცს, კორონავირუსი 15 მაისს დაუდასტურდა. პაციენტს მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს. მას სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.