2100 წლისთვის ზღვის დონემ შეიძლება იმაზე მეტად მოიმატოს, ვიდრე გვეგონა


  • გლობალური დათბობის ერთ-ერთი კატასტროფული შედეგი ყინულის სწრაფი დნობა და ზღვის დონის მატებაა.

ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის კიდევ 3,5 გრადუსი ცელსიუსით მატების შემთხვევაში, 2100 წლისთვის წყლის დონე 1,3 მეტრით აიწევს.

2300 წლისთვის დასავლეთ ანტარქტიდა და გრენლანდია ტრილიონობით ტონა ყინულს დაკარგავს, რაც წყლის დონის 5 მეტრით მატებას განაპირობებს. ეს კი სავარაუდოდ პლანეტის სანაპირო ზოლებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

ამ სცენარის განვითარება მართლაც საგანგაშოა იმიტომ, რომ მოსახლეობის დაახლოებით 10% (770 მილიონი ადამიანი) ზღვის დონიდან არაუმეტეს 5 მეტრის სიმაღლეზე ცხოვრობს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარიზის კლიმატის ხელშეკრულება შესრულდება, 2300 წლისთვის ოკეანის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრით გაიზრდება.

“აშკარაა, რომ წყლის დონის მატების ადრეული მიახლოება ძალიან დაბალი იყო”, — ამბობს კვლევის თანაავტორი სტეფან რაჰმსტროფი. ახალი მონაცემების მიხედვით, 2100 და 2300 წლებში წყლის დონე იმაზე მეტად აიწევს, ვიდრე IPCC-ის 2019 წლის მოხსენებაშია ნავარაუდები.

კლიმატის ექსპერტების აზრით, წყლის დონის გლობალური მატება, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია. მეცნიერების აზრით, ოკეანის დონის რამდენიმე სანტიმეტრით ცვლილებასაც კი სერიოზული შედეგები მოჰყვება.

მეოცე საუკუნის განმავლობაში, ზღვის დონის მატების მთავარი მიზეზი მყინვარების დნობა იყო. თუმცა, ამჯერად მატებას მეტწილად დედამიწის პოლუსებზე არსებული ყინულოვანი საფარის ლღობა განაპირობებს.

ბოლო ათწლეულის მანძილზე ზღვის დონე ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიმეტრით იზრდებოდა. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 22-ე საუკუნის მოახლოებასთან ერთად ეს პროცესი, შესაძლოა, ათჯერ დაჩქარდეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!