რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა


  • რუსეთში კორონავირუსით ​ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის 83 რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 11 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად რუსეთში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 209 688-ს შეადგენს.

ამასთან, გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 88 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 1 915-მდე გაიზარდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან 34 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. Worldometers-ის მონაცემებით, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!