- ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, მათგან 2 შემთხვევა იმპორტირებულია, დანარჩენი კი – ადგილობრივი.
ადგილობრივი შემთხვევებიდან, ერთი შემთხვევა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, ჩინეთში ვირუსისგან კიდევ 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მთლიანად, განკურნებული ადამიანების რიცხვმა 78 000-ს გადააჭარბა. ამ დრომდე ჩინეთში ვირუსით ინფიცირების სულ 82 901 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 4 633 ადამიანი გარდაიცვალა.