- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 615-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 პირი.
615 ადამიანიდან 275 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.