სოციალურ კამპანიას  #დარჩისახლში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი უერთდება


  • სოციალურ კამპანიას #დარჩისახლში უერთდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსით-“დარჩი სახლში”.

ბიბლიოთეკის ფოტოკონკურსი ეხმაურება თანამედროვეობის ამ გამოწვევას და გაძლევთ შანსს, ერთი ფოტოთი გააზიაროთ თქვენი კარანტინული ცხოვრება.

ასევე ბიბლიოთეკა გამოარჩევს კრეატიულ ფოტოს, რომელშიც გამოიკვეთება მოწოდება- #დარჩისახლში

გადაიღე ფოტო და გამოაგზავნე ბიბლიოთეკის Facebook – გვერდის პირად შეტყობინებაში ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე irmakvirkvia@gmail.com.

გააზიარე, როგორ შეცვალა სახლში დარჩენამ შენი ყოველდღიურობა. ეს ყველაფერი მალე გაივლის და მერე ამაზეც იხალისებ.

თითოეულმა მონაწილემ თემის შესაფერისი მხოლოდ ერთი ფოტო უნდა გამოაგზავნოს. ფოტოკონკურსში მონაწილეობა მხოლოდ თქვენ მიერ გადაღებული ფოტოთია დასაშვები. ფოტოს თან დაურთეთ მისი აღწერილობა და მოკლე შინაარსი.

ფოტო გამოაგზავნეთ 6 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით.

ფოტოები გამოქვეყნდება ბიბლიოთეკის Facebook-გვერდზე 17 მაისს.

22 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც აირჩევა Facebook like-ების მეშვეობით.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!