- 5 მაისიდან, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება.