- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 593 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4830 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521 პირი.
593 ადამიანიდან 223 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.