ზუგდიდში Covid 19-ზე კვლევა “პრაიმედის” ლაბორატორიაში დღეიდან შესაძლებელი იქნება


  • პრაიმედის” პრესამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში პირველი პისიარ ტესტები COVID 19-ზე ადგილზე გაკეთდა. ლაბორატორიაში 12 ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა.

როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ აღნიშნა, თორმეტივე ტესტზე პასუხი უარყოფითი იყო. აღსანიშნავია, რომ “პრაიმედის” მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელმაც დღეს, დაიწყო COVID 19-ზე კვლევები, განმეორებითი კვლევა 14 დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტსაც, რომელიც COVID 19-ით იყო ინფიცირებული.

“პირველმა დღემ ჩვენს განახლებულ ლაბორატორიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. დღეიდან, ჩვენი ლაბორატორია იქნება ერთ-ერთი დასავლეთ საქართველოში, ხოლო სამეგრელოს რეგიონში ერთად ერთი ლაბორატორია, სადაც გაკეთდება შესაბამისი კვლევები COVID 19-ზე. უფრო დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მოგაწვდით” -აცხადებს “პრაიმედის” ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + seventeen =

Akismet ანტისპამი