საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა


  • საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინშია 5 160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 2 =

Akismet ანტისპამი