- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 140 პირი რჩება, ზუგდიდში 45.
ცენტრის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაცია 836-მა პირმა დაასრულა, ზუგდიდში 315-მა ადამიანმა.
კარანტინში რეგიონიდან იმყოფება 301 მოქალაქე, ზუგდიდიდან 119.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 50 მოქალაქეა მოთავსებული.