- ინდონეზიის სოფელში მოხალისეები გამოჩნდნენ, რომლებიც ღამით მოჩვენებებად გამოეწყობიან და იმ ადამიანებს შეაშინებენ, რომლებიც პანდემიის მიუხედავად სოციალურ დისტანციას არ იცავენ. იავას კუნძულზე მდებარე სოფელში პატრულირება გასული თვიდან დაიწყეს.
ინდონეზიურ ფოლკლორში მოჩვენებები პოკონგის სახელითაა ცნობილი, რომლებიც გამოკეტილ გარდაცვლილთა სულებს წარმოადგენენ. ადგილობრივების სიტყვებით, პრაქტიკამ გაამართლა:
“პოკონგები გამოჩნდნენ თუ არა, ბავშვები და მშობლები სახლებს აღარ ტოვებენ, ადამიანები კი ქუჩებში აღარ იკრიბებიან”.
ადგილობრივი მედიკოსი ამბობს, რომ ინიციატივამ იმუშავა, რადგან მოჩვენების მნიშვნელობამ მოქალაქეებს დაავდების პოტენციური სასიკვდილო ეფექტი შეახსენა.
ინიციატივა ადგილობრივ ახალგაზრდა ჯგუფს ეკუთვნის, რომლებიც პოლიციასთან თანამშრომლობენ და “საშიში პოკონგის ეფექტს” მათთან ერთად ახორციელებენ.
“მოქალაქეები ვერ იაზრებენ, როგორ ვრცელდება COVID-19. მათ სურთ, ცხოვრების ძველებურად გაგრძელება და უჭირთ სახლში დარჩენა და ინსტრუქციების დაცვა”, — აცხადებს სოფლის მმართველი.
ინდონეზიაში კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 4 500 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია მინიმუმ 400 ადამიანი. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაში რიცხვი ბევრად მაღალია.
ინდოეთში კი პოლიციელები ვირუსის ფორმის ჩაფხუტებით გამოჩნდნენ, რომ ადგილობრივებისთვის რისკების შესახებ შეეხსენებინათ.