გიორგი გახარია – ქვეყანაში სასურსათო მომარაგების პრობლემა არ იქნება


  • საქართველოს პრემიერ – მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში სასურსათო მომარაგების პრობლემა ამ ეტაპზე არ არის და არც მომავალში იქნება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია დადის, რომ ევრაზიულმა კავშირმა ექსპორტი აკრძალა და ა.შ. სასურსათო მარაგებზე, განსაკუთებით იმ 9 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომლის ჩამონათვალიც არსებობს, არანაირი რისკები ქვეყანაში არ არსებობს და მეტსაც გეტყვით, არ იარსებებს. ქვეყანაში სასურსათო მომარაგების პრობლემა არ იქნება. ჩვენ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ არ ჰქონდეთ ფინანსური შეზღუდვა, რომ ეს შეიძინონ, ეს იქნება მთავარი გამოწვევა ეკონომიკის და ჩვენი, თორემ, პროდუქტი იქნება საკმარისზე მეტი”, – განაცხადა გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!