- კათოლიკური სამყარო აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს. ამ დღეს, იტალიელი ოპერის მომღერალი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტენორი ანდრეა ბოჩელი მილანის საკათედრო ტაძარში იმღერებს.
კონცერტი ცარიელ ეკლესიაში გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მისი მიზანია შეახსენოს იტალიის მოქალაქეებში სიყვარულის, იმედისა და მძიმე პერიოდიდან თავის დაღწევის მნიშვნელობა.
ბოჩელს აკომპანიმენტს ეკლესიის ორღანისტი, ემანუელ ვიანელი გაუწევს. კონცერტის პრემიერა ბოჩელის იუთუბ არხზე 12 აპრილს შედგება.
“ჩემთვის დიდი პატივია ეს მოწვევა და მიხარია, რომ დავთანხმდი. მე მჯერა ერთად ლოცვის ძალის. მჯერა ქრისტიანული აღდგომის, როგორც თავიდან დაბადების უნივერსალური სიმბოლოსი. ეს კი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება”, — განაცხადა მუსიკოსმა.
მუსიკა იმედისთვის — ასე ერქმევა ბოჩელის სააღდგომო კონცერტს.