- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ინფორმაციით, ინფექციურში მოთავსებულ ორსულ ქალს და ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ორსული ქალი კლინიკაში ანაკლიის საკარანტინე ზონიდან ცხელების და ხველების სიმპტომებით, დღეს მოათავსეს. ის ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერიდან იყო.
დღესვე, ანაკლიის საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაციც დაბალი ტემპერატურით და ყელის მსუბუქი ტკივილით. ახალგაზრდა მამაკაცი საკარანტინო ზონაში მოხვედრამდე, გალში იმყოფებოდა ნათესავებთან.
ამ დროისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში Covid 19-ის დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს.